ოპოზიციის ნაწილობრივი ბოიკოტი

რეზონანსული კანონის დამტკიცების შემდეგ ოპოზიციის ნაწილმა მანამდე არაერთხელ გამოყენებულ ტაქტიკას მიმართა.

ცალკეული საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან. თუმცა, როგორც ირკვევა, გარკვეულ საკითხებზე ბოიკოტი შეწყდება. მათ შორის იგულისხმება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის პროცედურა, რა დროსაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პოლიტიკოსები სხდომათა დარბაზში შესვლას გეგმავენ. აღმოჩნდა, რომ ბოიკოტი არ გავრცელდება საკომიტეტო მოსმენებზეც, რის გამოც გარკვეული კითხვები გაჩნდა. წარსულის მაგალითების მოშველიებით კოლეგების გადაწყვეტილებას არ იზიარებს ოპოზიციის ნაწილი.