The EUMM-ი ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისათვის გადაცემის ფაქტს მიესალმება
სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
საერთაშორისო მონიტორები მხარეებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების განახლებისკენ მოუწოდებენ.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისათვის გადაცემის ფაქტს მიესალმება. მისია, მისი შესაძლებლობებისა და მანდატის გათვალისწინებით, ყურადღებით აკვირდება მოვლენებს და ადასტურებს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას, ასევე ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე მისიის ცხელი ხაზის ფარგლებში, – ვკითხულობთ საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში.