ვერტმფრენები საოკუპაციო ხაზთან

რატომ შემოიფრინეს გორის რაიონის სოფლები რუსულმა ვერტმფრენებმა.

შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში დღეს ადგილობრივებმა რუსული ავიაცია დაინახეს. ვერტმფრენებმა საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და თითქმის სრულად შემოიფრინეს უკანონო საზღვრის პერიმეტრი. მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიაწოდა. გააქტიურებულია ცხელი ხაზი.

სოფლებში, სადაც ადგილობრივებმა დღეს რუსული ვერტმფრენები დაინახეს, ნინო ფისაძე მუშაობს.