ოკუპანტების მიერ დაკავებული პირების საქმე

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული რვა მოქალაქის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები გრძელდება. ქართველები ისევ ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან და ჯერჯერობით უცნობია, რა ღონისძიებები იქნება გამოყენებული მათ მიმართ. ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ უნდა გაიმართოს.

ქართული მხარის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დაკავებულ პირებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა მიეცეთ. შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმირებულია საერთაშორისო თანამეგობრობა, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.