ევროკავშირის მხარდაჭერით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა გადაეცა. ევროგაერთიანების წარმომადგენლები უწყების სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს ესტუმრნენ, მათ შორის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრსა და თბილისის პოლიციის, საექსპერტო კრიმინალისტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტებს.
ევროკავშირის მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის ელექტრონული მონიტორინგის 250 კომპლექტი 112-ს გადაეცა. მსოფლიო მასშტაბით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის ფაქტები 95%-ით მცირდება, ხოლო შემაკავებელი ორდერის ეფექტიანობა იზრდება.