შარლ მიშელის გზავნილი და პოლიტიკური სპექტრის გამოხმაურება

ევროკავშირი მზად უნდა იყოს ახალი წევრი ქვეყნების მისაღებად 2030 წლისთვის. სლოვენიაში გამართულ ფორუმზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ურთიერთბრალდებების მორიგი მიზეზი ხდება. ოპოზიციაში მიშელის განცხადებაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ევროგაერთიანებაში არსებობს პოლიტიკური ნება, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, თუმცა ოპონენტების შეფასებით, მმართველი გუნდი რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, პროცესის ჩაშლას ცდილობს.

ბრალდებებს პასუხობენ უმრავლესობაში, სადაც ოპოზიციას საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების გატარების მცდელობაში ადანაშაულებენ.

შარლ მიშელის განცხადება და არაერთგვაროვანი პოზიციები ნახეთ ანა ბროლაძის სიუჟეტში.