დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომა იმართება.
მუშაობაში ერთვებიან საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები.
შეხვედრაზე ჩვენი ქვეყნისა და ევროგაერთიანების თანამშრომლობაზე, უსაფრთხოების გამოწვევებსა და ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხზე ისაუბრებენ.