მოლაპარაკებები სერბეთსა და კოსოვოს შორის

21:44, 07.09.2018

სერბეთსა და კოსოვოს შორის სასაზღვრო ტერიტორიების გაცვლისა და საზღვრის დემარკაციის შეთანხმება კვლავ ვერ ხერხდება.

ბრიუსელში ევროკავშირის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები ჩიხური მდგომარეობის გარღვევის გარეშე დასრულდა. ევროკავშირის წესებით, ნებისმიერ სახელწმიფოს, რომელსაც ევროგაერთიანებაში გაწევრიანება სურს, ტერიტორიული და სასაზღვრო დავა არ უნდა ჰქონდეს. ევროპულ ბლოკში შესვლა ორივეს სურს, თუმცა ეს წესი მათთვის ჯერჯერობით დაბრკოლებაა.

მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სექტემბრის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

მსგავსი