ევროინტეგრაციის საგზაო რუკა - კონცეფციას მიხეილ ჯანელიძე დეპუტატებს აცნობს
რა პრიორიტეტული მიმართულებებია გამოყოფილი და როგორია ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია – სიახლეს მიხეილ ჯანელიძე დეპუტატებს აცნობს. შეხვედრა პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე მიმდინარეობს.
მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის რუკის შემუშავება, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში ახალ ეტაპზე გადაიყვანს.