მცხეთის გენერალური გეგმის განხილვა

მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფციას პროფესიული წრეები გაეცნენ. პრეზენტაცია ქალაქის გენგეგმის შემუშავებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულმა ამხანაგობა „აქოლისმა“ გამართა. შეხვედრას ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა. კონცეფციის ფარგლებში, განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელმაც მცხეთის განვითარება უნდა უზრუნველყოს.

მოამბე