ბერლინში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 27-ე ყოველწლიური სესია მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომით დაიწყო, რომელზეც საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ რეზოლუციის პროექტი „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ წარადგინა.
რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელმა განსახილველი საკითხებიდან მისი ამოღება მოითხოვა, რასაც კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრა მოჰყვა.
ასამბლეის დელეგაციების ხმათა უმრავლესობით, საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი სესიის დღის წესრიგში დარჩა.
შორენა ხვიჩია დეტალებით ბერლინიდან.