შალვა პაპუაშვილის შეხვედრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან

კანდიდატის სტატუსი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარება – ამ თემებზე იმსჯელეს პარლამენტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა. პია კაუმამ მიულოცა ქვეყანას ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ეუთო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მიმართ. შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართული მხარე აფასებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ძალისხმევას წვლილი შეიტანოს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება.