ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ განცხადება

ფრაქცია „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ 2016 წელს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის არჩევის საწინააღმდეგოდ მუშაობდა. მათი თქმით, მმართველ პარტიას ის ლობისტები ეხმარებოდნენ, რომლებიც გადასახადის გადამხდელთა ფულით დაიქირავეს.

ფრაქციის წევრმა გიორგი კანდელაკმა ამის დასადასტურებლად დოკუმენტაცია წარადგინა. კერძოდ, მისი თქმით, დოკუმენტებში გხვდება 2016 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელმოწერილია საქართველოს მთავრობასა და მთავრობის მიერ დაქირავებულ ლობისტურ კომპანიის შორის, ხელისუფლების მიერ გაცემულ დავალებებში კი ნახსენები არ არის ქვეყნის წინაშე მდგარი არცერთი მთავარი გამოწვევა, მათ შორის დეოკუპაციის საკითხი, თუმცა ნახსენებია, რომ კომპანიამ უნდა იმუშაოს ოპოზიციის წინააღმდეგ და ზოგადად, კრიტიკის განეიტრალებაზე.