შეხვედრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან

დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, კარი ჰენრიკსენთან და ასამბლეის გენერალურ მდივანთან, რობერტო მონტელასთან შეხვედრაზე. საუბარი შეეხო ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ვითარებას და საოკუპაციო ძალის პროვოკაციულ ქმედებებს, მათ შორის, მოსახლეობის უკანონო გატაცების, დაკავებისა და მკვლელობის ფაქტებს, ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს. ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესზე.