რეზოლუციის პროექტის განხილვა

ლუქსემბურგში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია გრძელდება. დღეს, საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობს შესახებ რეზოლუცია განიხილება, რომლის ავტორიც საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავაა. დეპუტატის თქმით, ქართული მხარის მიზანია, რომ ეს რეზოლუცია საბოლოო დეკლარაციაში აისახოს და პრობლემის ირგვლივ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირება მოხდეს. თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციამ უკვე გამოთქვა უკმაყოფილება რეზოლუციის პროექტის მიმართ და მისი დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს მეგობარმა სახელმწიფოებმა პროექტს მხარი დაუჭირეს, შესაბამისად ის განსახილველ თემებს დაემატა. საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, უსაფრთხოებაზეც მსჯელობენ.

ქართულმა დელეგაციამ რუსეთის აგრესიის თაობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.