ტრადიციული რეწვის, გამოყენებითი ხელოვნების და დიზაინის ერთ-ერთი მასშტაბური პლატფორმა საქართველოში უკვე მეექვსედ იქნება წარმოდგენილი.
„ეთნოფესტი“ იწყება. სამი დღის განმავლობაში „ექსპო ჯორჯია“ სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე მეწარმეს, რეწვის ოსტატს და გამოყენებითი ხელოვნების დიზაინერს გააერთიანებს.
გარდა ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციისა, ეთნოფესტივალის ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ უცხოელ კოლეგებთან ბიზნეს-კავშირები დაამყარონ და ნამუშევრები მათი საშუალებით მსოფლიოს გააცნონ. საერთაშორისო ფესტივალს 14 ოქტომბრიდან „ექსპო ჯორჯია“ უმასპინძლებს.