ესტონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს ხსნის. მოგზაურობის მსურველი შენგენის ზონაში ლეგალურად შესვლის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში, საიდანაც პირი მიემგზავრება, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე 16 დაინფიცირებულზე მეტია, მგზავრი ორკვირიან სავალდებულო თვითიზოლაციას დაექვემდებარება. ესტონეთში მოგზაურობისათვის მთავრობის მიერ დადგენილი, განახლებული ინფორმაციის ხილვა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ვებ გვერდზეა შესაძლებელი.