ესპანეთში ქართველი და სომეხი „კანონიერი ქურდები“ დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ ქართველი და სომეხი „კანონიერი ქურდები“ დააკავა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სამართალდამცველებმა ბრალდებულები მალაგასთან ახლოს მდებარე მარბელას რაიონში აიყვანეს. მათ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში ადანაშაულებენ.

ჟურნალისტების მტკიცებით, ერთ-ერთი დაპატიმრებული ქართველი, გავლენით რიგით მესამე „კანონიერ ქურდად“ ითვლება რუსეთში. კიდევ ერთი დაკავებული კი, ლიეტუვაში მცხოვრები სომხეთის მოქალაქეა.

გამოძიების ინფორმაციით, ისინი დაპირისპირებული დაჯგუფების წევრების მკვლელობას გეგმავდნენ. ამჟამად, სამივე ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ესპანეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირების დაკავება იმ სპეცოპერაციის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც ივნისის ბოლოს 129 ადამიანი დააპატიმრეს. მათ შორის იყვენ საქართველოს და სომხეთის მოქალაქეებიც.