იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლები აშენდება. 40-მდე ოჯახთან დევნილთა სააგენტომ და ლტოლვილთა დანიის საბჭომ, სამმხრივი ხელშეკრულებები უკვე გააფორმეს და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. პროექტში მონაწილეობის მსურველ დევნილებს განაცხადის შევსების შესაძლებლობა 31 მაისის ჩათვლით ექნებათ.
მოამბე