ერთობლივი განცხადება ევროსაბჭოში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხზე, ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ საქართველო, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი.  მიმართვის დეტალური შინაარსი ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა აქცენტი კრემლიდან მომდინარე საფრთხეებზე იქნება. აღნიშნული ხუთი ქვეყანა, რუსეთის ფედერაციისთვის ხმის უფლების აღდგენას ეწინააღმდეგება და მიაჩნიათ, რომ რუსეთის გარიცხვის საფუძველი კვლავ უცვლელია.  გუშინ,  საშემოდგომო სესიის გახსნას, ამ ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დელეგაციები პროტესტისა და უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად არ დასწრებიან.  2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, მიმდინარე წელს კი, ხმათა უმრავლესობით, რუსეთის ფედერაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნდა.