ოპოზიცია ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით თბილისის მერს საკრებულოში იბარებს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის, გოგა ონიანის განცხადებით, გუშინდელ სასამართლო სხდომაზე გიორგი ვახტანგიშვილმა დაადასტურა, რომ ვაკის პარკის ტრაგედია პროექტის ნაადრევად გახსნამ გამოიწვია. გარდა ამისა, ოპოზიცია პროკურატურას დედაქალაქის მერის, კახა კალაძის დაკითხვისკენ მოუწოდებს. საკრებულოში უმრავლესობის წევრებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.