„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურისგან არჩევნების დღეს ცალკეულ უბნებზე კენჭისყრის შესაძლო გაყალბების ფაქტების გამოძიებას ითხოვს.
ოფიციალური მიმართვა საგამოძიებო უწყებაში დღეს ლევან ბეჟაშვილმა შეიტანა. მისი განცხადებით, მათ მასალებს ერთვის ვიდეო და სხვა მტკიცებულებები.
ბეჟაშვილის თქმით, ამ ეტაპზე პროკურატურას 11 საარჩევნო უბანზე განვითარებული მოვლენების გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ. ასეულობით უბნის შესახებ ინფორმაცია კი გროვდება და პროკურატურას მოგვიანებით გადაეცემა.