დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა პარტიული დაპირისპირება გრძელდება.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ნიკა მელია შიდა პარტიულ არჩევნებში მარცხს ვერ ეგუება. მან, ასევე ნიკა მელიას მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ჭორაობა უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებებით იგი თავად რიცხავს თავს პარტიიდან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ ახალ თავმჯდომარეს პარტიაში მხოლოდ ფორმალური დატვირთვა აქვს და რეალურად პროცესებს ის არ მართავს.