41 000-მდე აბიტურიენტი სტუდენტის სტატუსისთვის იბრძვის.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველმა ნაკადმა დღეს ტესტირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიარა. 11 ქალაქში გახსნილ 23 საგამოცდო ცენტრში პროცესმა შეფერხების გარეშე ჩაიარა. დაფიქსირდა დაგვიანების რამდენიმე შემთხვევა, რის გამოც აბიტურიენტები გამოცდიდან მოხსნეს.
წლევანდელ საგამოცდო პროგრამაში შინაარსობრივად გარკვეული ცვლილებები შევიდა. ეს არის ბოლო წელი, როცა უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა.