აქცია უგამოცდოდ მობილობის მოთხოვნით 

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო პარლამენტთან.

საპროტესტო აქციას მართავენ სტუნდეტები, რომლებსაც უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში მობილობით სურთ სწავლის გაგრძელება. თუმცა, ამისთვის მათ ზოგადი უნარების ჩაბარება სჭირდებათ, რასაც აქციის მონაწილეები აპროტესტებენ. წესი, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მსურველ ახალგაზრდებს უნარების გამოცდის ჩაბარებას ავალდებულებს, 2019 წელს ამოქმედდა. განათლების მინისტრთან შეხვედრით მოთხოვნით აქციის მონაწილეები ჯერ სამინისტროსთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი მათ საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლეს.

გენო ოსიყმაშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.