გზა და წყალი – ორი უმნიშვნელოვანესი საარსებო პირობა არ აქვთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშის მცხოვრებლებს. ადგილობრივები წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდებიან, აფთიაქსა და მაღაზიაში მისასვლელად კი კილომეტრებს ფეხით დადიან. ზემო ჩუნეშში ჩვენი გადამღები ჯგუფი ავიდა და სოფელში მცხოვრებ ძირძველ ოჯახებს და ახალ მოსახლეებს გაესაუბრა.
ირმა ჭოლაძე და დავით ლორთქიფანიძე დეტალებით.