საპროტესტო აქცია სოფელ ნამოხვანში

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები პროტესტს ჰესის მშენებლობას უცხადებენ. ადგილობრივები ხელისუფლებისგან კვლევაზე აგებული, გარემოზე ზემოქმედების შედეგების დოკუმენტის წარდგენას ითხოვენ და აცხადებენ, რომ პროექტი ეკოსისტემას, სამეურნეო დარგებსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას დააზიანებს. აქციას ეკოლოგები, ახალგაზრდა იურისტები, სამოქალაქო აქტივისტები,  პარტია „თავისუფალი საქართველოს“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები შეუერთდნენ.