სტიქიით მიყენებული ზიანის აღდგენა იმერეთის მუნიციპალიტეტში

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყო. მიმდინარეობს დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა, პირველ რიგში, რეაბილიტაცია უტარდება კორპუსებს, რომლებიც სტიქიამ ყველაზე მეტად დააზიანა. იცვლება როგორც სახურავი, ასევე დაზიანებული ხის მასალა. უახლოეს დღეებში სარემონტო მასალები გადაეცემა სოფლად მცხოვრებ იმ ოჯახებსაც, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანებულია.

შეგახსენებთ, 11-14 იანვარს ძლიერი ქარის შედეგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სულ 230 კერძო მოსახლის სახლი და 46 მრავალბინიანი კორპუსის სახურავი დაზიანდა. ზარალის ოდენობა ორ მილიონამდე ლარს აღწევს.