მკვლელობა იმერეთში

იმერეთის პოლიციამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ორი მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა – ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ცნობით, დაკავებულმა ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად, თავის ნათესავ ძმებს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დატოვე კომენტარი