აქცია „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ

აქციის მონაწილეები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამახვანში იკრიბებიან, სადაც საპროტესტო აქცია 12 საათზეა დაანონსებული. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ კომპანია „ენკამ” რიონის ხეობა დატოვოს და შეწყდეს ნამახვანჰესის მშენებლობა. მათი თქმით, 576 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც საქართველოს მთავრობამ თურქულ კომპანიას 99 წლით გადასცა, სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს.  აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, ადგილობრივებთან ერთად, აქციას სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები შეუერთდებიან.

მოამბე

დატოვე კომენტარი