ერთი დღე ზამთრის ოლიმპიადის დასრულებამდე - რომელი ქვეყანა ფლობს ყველაზე მეტ მედალს
პიონგჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშები დასასრულს უახლოვდება. დასკვნითი შეჯიბრები ხვალ გაიმართება. 15:00 საათზე კი დახურვის ოფიციალური ცერემონია დაიწყება, რომელსაც პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
დღევანდელი მონაცემებით, გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე ნორვეგიაა, რომელსაც 38 მედალი აქვს, მეორე პოზიციაზე გერმანია, ხოლო მესამეზე კანადა იმყოფება. ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულეს ქართველმა სპორტსმენებმაც.
დეტალებს სამხრეთ კორეიდან ლევან ღუდუშაური გაგვაცნობს.