ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს მედლების ექვსი კომპლექტი გათამაშდება
სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს კიდევ მედლების ექვსი კომპლექტი გათამაშდება.
რამდენიმე სახეობაში გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. მამაკაცებს შორის თხილამურებით რბოლაში გამარჯვებული ნორვეგიელი სიმენ ჰეგსტად კრუგერი გახდა.
დღის მოვლენა იყო მამაკაცებს შორის, 5 000 მეტრზე ციგურებით რბენაში 31 წლის ჰოლანიელი სვენ კრამერის წარმატება. მან ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა და ამ დისტანციაში ოლიმპიური ოქრო მესამედ მოიპოვა. ბიატლონში მამაკაცებს შორის, 10 კილომეტრ დისტანციაზე კი ოქროს მედალს გერმანელი არნდ პფაიფერი დაეუფლა.
საქართველოს წარმომადგენელმა, მოციგავე გიორგი სოღოიანმა კი ოლიმპიური თამაშები დაასრულა. პირველი ცდა 30-ე ადგილზე დაასრულა, მეორე 34-ზე, ხოლო მესამე 32-ზე და ფინალური ეტაპის მიღმა დარჩა.