ზამთრის ოლიმპიური თამაშების პირველი დღე - "მოამბე"პიონგჩანიდან

ზამთრის ოლიმპიური თამაშების პირველი დღე. მსოფლიო მედიის ყურადღება პიონგჩანგისკენ არის მიპყრობილი. 92 სახელმწიფოს საუკეთესო სპორტსმენები ზამთრის სახეობებში უმაღლესი სინჯის ოლიმპიური ჯილდოსთვის იბრძვიან. მედლების პირველი კომპლექტი უკვე გათამაშდა. ასპარეზობაში ჩაერთო საქართველოს ოლიმპიური ნაკრების პირველი  სპორტსმენიც. მოციგავე გიორგი სოღოიანი დღეს ორჯერ დაეშვა. მეორე მცდელობისას მან საკუთარი შედეგი გააუმჯობესა.

გიორგი სოღოიანს ხვალაც უნდა ვუგულშემატკივროთ. ზამთრის 23-ოლიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი გთავაზობთ. ჩვენი გადამღები ჯგუფი სამხრეთ კორეაშიც მუშაობს.

ლევან ღუდუშაური დეტალებით.