ზამთრის ოლიმპიური თამაშების სპორტსმენებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ჩინეთში ოლიმპიადის მონაწილე პერსონალის 34 წევრს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. პეკინის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, ინფიცირებულთაგან 13 სპორტსმენი ან სპორტული გუნდის წევრია, რომლებსაც კოვიდი აეროპორტში ჩასვლის შემდეგ დაუდასტურდათ. 11 შემთხვევა კი დახურულ სივრცეში დადასტურდა, რომელიც ღონისძიების პერსონალის გარე კონტაქტებისგან დაცვას უზრუნველყოფს. სივრცე საშუალებას აძლევს თამაშების მონაწილეებს თავისუფლად იმოძრაონ თავიანთ საცხოვრებელსა და ოლიმპიურ ადგილებს შორის ოფიციალური ტრანსპორტით, მაგრამ მათ ქალაქში თავისუფლად გადაადგილების უფლება არ აქვთ. „რეიტერის“ინფორმაციით, ჩინეთმა იზოლირება მოახდინა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკით და თითქმის ყველა საერთაშორისო ფრენა გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოლიმპიური სპორტსმენები და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები პირდაპირ ქალაქში ჩარტერებით უნდა ჩაფრინდნენ.