საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. აღმასკომის წევრებმა მოახლოებული ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ისაუბრეს, რომელიც 9-დან 25 თებერვლის ჩათვლით სამხრეთ კორეაში გაიმართება.
აღმასკომმა ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაც დაამტკიცა. ასევე საუბარი იყო მომავალ წელს დაგეგმილ საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ლოგოს შექმნაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ.