არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღე რჩება. ხვალ, 30 ოქტომბერს, დილის 8 საათზე საარჩევნო უბნები გაიხსნება და კენჭისყრა დაიწყება. მანამდე, პოლიტიკური პარტიები საარჩევნო კამპანიას აჯამებენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერაა. გარკვეულ შემთხვევაში ისინი ქუჩის აქციებსაც არ გამორიცხავენ. წინასაარჩევნო გარემოს აჯამებს „ქართული ოცნება“. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობისგან“ ადგილი ჰქონდა პროვოკაციებს. უმრავლესობის წევრები გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან და აცხადებენ, რომ ეს შემაჯამებელ აქციაზე ხალხის რაოდენობამ და განწყობამაც აჩვენა.