ერთი დღე ახალი წლის შემოსვლამდე - რა საახალწლო ტრადიციები აქვთ აზერბაიჯანელებს
ახალი წლის შემოსვლამდე ერთი დღე რჩება. დღესასწაულისთვის ემზადებიან საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებიც. წელი კარგი რომ იყოს, ამისთვის რაც შეიძლება ტკბილი სუფრაა საჭირო, ამიტომ საახალწლო კერძების მომზადებას ისინი განსაკუთრებული მონდომებით ცდილობენ.
რა საახალწლო ტრადიციები აქვთ აზერბაიჯანელებს და როგორ ემზადებიან 2018 წლისთვის, ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე მათ რუსუდან ლოლაძეს უმასპინძლეს.