ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები დღეს ნოვრუზ ბაირამის გაზაფხულის ბუნიობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ნოვრუზი ახალ დღეს ნიშნავს და ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასწაულია. 2010 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა.

2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკო-ს სამიტზე კი ნოვრუზი ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ნოვრუზ ბაირამი საქართველოში 2010 წელს საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. ამ დღეს წლებია, განსაკუთრებულად ზეიმობენ მარნეულში. ეწყობა სახალხო დღესასწაული და ფეხით სეირნობა. აზერბაიჯანული ოჯახები ამზადებენ ტრადიციულ კერძებსა და ტკბილეულს. ეხმარებიან გაჭირვებულ მოსახლეობას.