მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს

19:05, 21.07.2021

ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელები დღეს ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ. მარნეულში დილის ლოცვის შემდეგ, შეჭირვებული მოსახლეობისთვის ხორცი დაარიგეს. ყურბან-ბაირამი მარხვის თვიდან, რამადან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. დღესასწაულს ქვემო ქართლში მცხოვრები მუსლიმები დღეიდან სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ.

მსგავსი