ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული

შერიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მარნეულიდან მიულოცა. თეა ახვლედიანი მარნეულის მეორე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სკოლის ახალგაზრდული თვითმმართველობა საზეიმო ღონისძიებას ატარებდა და პედაგოგებსა და სკოლის ხელმძღვანელობას ნოვრუზ ბაირამი მიულოცა.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობას.

21 მარტს ნოვრუზის დღესასწაული აღინიშნება. ის გაზაფხულის შემოსვლის, ბუნების გაღვიძების, სიცოცხლის განახლების მომასწავებელია.

დატოვე კომენტარი