საახალწლო მზადება ქვემო ქართლში

ორმაგი დატვირთვა აქვს ახალ წელს აზერბაიჯანელებისთვის. ისინი 31 დეკემბერს დღესასწაულთან ერთად, მსოფლიო აზერბაიჯანელების სოლიდარობის დღესაც აღნიშნავენ.

ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორ ემზადებიან მომავალი  წლისთვის საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები. „მოამბის“ გადამღები ჯგუფი მარნეულში ჩავიდა და ახმედოვების ოჯახს ესტუმრა.   მოდით ერთად ვნახოთ, როგორია ახალი წლის  აზერბაიჯანული სამზადისი.