„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ მსმენელები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებს გაეცნენ. მათ ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური ჩარჩოსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების გაცნობის გარდა, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და პრიორიტეტებზე სრულყოფილი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა თავდაცვის უწყების მოკლე და გრძელვადიანი სახელმძღვანელო დოკუმენტებით გათვალისწინებულ ძირითად მიმართულებებსა და თავდაცვის ძალების ამოცანებზე ისაუბრეს. მოგვიანებით შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის თემატიკისადმი მიძღვნილი სესია მონაწილეებმა სიმულაციური სავარჯიშოების შესრულებით დაასრულეს, რომლის სცენარიც კრიზისულ მდგომარეობას უკავშირდებოდა.

„ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსში“ სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები არიან ჩართულები. ხუთდღიანი კურსის განმავლობაში როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო კონტექსტში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებულ აქტუალურ ინფორმაციას მაღალი თანამდებობის პირები, უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, კვალიფიციური მომხსენებლები აწვდიან.