„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დაიწყო. ხუთი დღის განმავლობაში მონაწილეები საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის პრიორიტეტებსა და რეფორმირების პროცესზე, ეროვნულ, რეგიონულ თუ საერთაშორისო კონტექსტში არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ. საუბარი შეეხება სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის გაძლიერების მნიშვნელობას, ქვეყნის წინაშე თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის გაანალიზებას. მონაწილეებს კრიზისული სიტუაციის ამსახველ სიმულაციურ თამაშებში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ.