„უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და გავლენა საქართველოზე“

„უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“ – ამ თემაზე სამი ორგანიზაციის – „სამოქალაქო იდეა“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ და „დემოკრატიის ინდექსი საქართველოში მონაწილეობით“ კონფერენცია მიმდინარეობს. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირის ელჩი. ღონისძიების მიზანია უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებისა და ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევების გაანალიზება. დისკუსიის ფარგლებში განიხილავენ ევროპასთან ინტეგრაციის არსსა და ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღების პერსპექტივას.

შეხვედრას ესწრებიან პოლიტიკური პარტიების წევრები, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე სამოქალაქო სექტორისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.