ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის განცხადება

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია შემუშავებულია, დოკუმენტი მზად არის დამტკიცების პროცედურების დასაწყებად – ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, კონცეფცია არასამთავრობო სექტორთან, აკადემიურ პროფესიულ წრეებთან, სახელმწიფო უწყებებთან, პრეზიდენტისა და პრემიერის ადმინისტრაციებთან, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებსა და უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად შემუშავდა. როგორც განცხადებაშია წერია, დოკუმენტი განახლდა და ის საკანონმდებლო ორგანოს განხილვისთვის უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება.