„ეროვნული პარკები და ეკოტურიზმი“, – საქართველოში ახალი პროექტი იწყება.
ფინანსური მხარდამჭერი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოა. პროექტის მიზანია დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურული განვითარების, მართვის გაუმჯობესების და ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.
შეთანხმებას ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და „უესეიდის“ მისიის წარმომადგენელმა მოაწერეს.