მარიამ ქვრივიშვილმა „ევრონიუსის“ ეგიდით გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

13:15, 09.03.2019

ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, „ევრონიუსის“ ეგიდით გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ფორუმს ევროპის, აზიისა და აფრიკის სახელმწიფოების მინისტრები, ასევე ტურიზმისა და ავიაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. მარიამ ქვრივიშვილმა ეკოტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ავიარეისების რაოდენობის გაზრდის შესახებ ისაუბრა. ფორუმის დასრულების შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა „ევრონიუსის“ შეკითხვებს უპასუხა.

 

მსგავსი