საერთაშორისო კონფერენცია ხონში

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში მე-11 საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია საქართველოში ეკოტურიზმის განვითარების სამედიცინო ასპექტებს ეძღვნება. კონგრესის მუშაობაში უცხოელი და ქართველი მეცნიერები მონაწილეობენ. კონფერენციას მათი კოლეგის, ყოფილი მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმის, ზურაბ ფუტკარაძის ოჯახი ესწრება.

გაირკვა, რომ ყოველწლიურად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტისთვის დაწესდება ზურაბ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდია და დაფუძნდება ზურაბ ფუტკარაძის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გარკვეული მიმართულებების გაძლიერებას.