ეკოტურიზმი ალგეთზე

ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ახალი ცენტრი და „თოკების პარკი“ გაიხსნა. ცენტრში მისულ ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და რეკომენდაციები, როგორც დაცული ტერიტორიების, ასევე რეგიონში არსებული  ღირსშესანიშნაობების შესახებ.

ვიზიტორთა ცენტრის ეზოში მოწყობილი „თოკების პარკი“ ორ ზონად  არის დაყოფილი და სხვადასხვა დაბრკოლებას მოიცავს. საზეიმო ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გერმანიის ელჩმა და ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ გახსნეს.