პირველადი შედეგებით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში აბიტურიენტების 94%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა – გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს სამი საგნის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.
ქართულის გარდა აბიტურიენტებს მათემატიკისა და გეოგრაფიის ქულების გაგება შეუძლიათ.
ეროვნული გამოცდების ცენტრის ინფრომაციით, წინა წელთან შედარებით, აბიტურიენტებს მათემატიკის ჩაბარება გაუმარტივდათ და დაახლოებით 80%-მა მინიმალური ზღვარის გადალახვა შეძლო, თითქმის 90%-მა ჩააბარა გეოგრაფია.
აბიტურიენტებს შედეგების ნახვა ეროვნული გამოცდების ვებ გვერდზე ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნითაც შეუძლიათ.
უკვე ორშაბათიდან არჩევითი საგნების შედეგების გამოცხადება დაიწყება. საბოლოოდ რამდენი მათგანი მოახერხებს სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელში, აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი.